რეზონანსი
24.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა. ენმ-ში ღარიბაშვილის ინიციატივას არარელევანტურს უწოდებენ. ნიკა მელიას პატიმრობის პირობებში, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას გამორიცხავს.

პრემიერის მოწოდებას დაგვიანებულს უწოდებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. პოლიტიკური ძალები სადისკუსიო მაგიდასთან დაბრუნების წინაპირობად, მათი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას ასახელებენ.

კრიზისის მიუხედავად, დიალოგისა და შეთანხმების რესურსს კვლავ ხედავენ "გირჩში" და "მოქალაქეებში".

პოლიტიკური პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდნენ მმართველ პარტიაშიც. საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის მოწოდების პათოსს იზიარებს.

განახლდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ორი თვის წინ დაპაუზებული მოლაპარაკებები ფასილიტატორების მონაწილეობით, ჯერჯერობით, უცნობი რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )