რეზონანსი
24.02.2021

აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ, როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, - ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ასტა სკაისგირიტემ „ქრონიკას" ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეზე, მაშინ შუამავლობის მისია ჩაშლილად ჩაითვლება.

„შეუძლებელია შუამავლობა, თუ ცხადად მხარს უჭერ ერთ მხარეს", - აღნიშნა ასტა სკაისგირიტემ.

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ", - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამის შემდეგ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის ლიეტუვის სეიმში დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )