რეზონანსი
24.02.2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქება, რომლის შესახებაც დღეს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე ყოფილა. ეკონომიკის მინისტრმა ისიც განმარტა, თუ რატომ დაანონსდა ასე მასშტაბური შემსუბუქება:

"დღეს ჩვენ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გახსნა და შემსუბუქება დავაანონსეთ. ვაკვირდებოდით დადებითობის მაჩვენებელს. დღეის მდგომარობით, დაბალი დადებითობის მაჩვენებელი და კლებადი ტენდენცია დღიური ინფიცირების, არის ის საფუძველი, რამაც მოგვცა საშუალება უფრო მასშტაბური გახსნა ყოფილიყო. 10 სხვადასხვა შემსუბუქება დაანონსდა დღეს. რაც შეეხება ცალკეულ დარგებს, ზამთრის კურორტები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა იყო და მათთან კომუნიკაცია გვქონდა. იქ, სადაც სეზონი უფრო ხანგრძლივია, მაგალითად, ბაკურიანში, გუდაურში და მესტიაში, ეს არ არის მათთვის მსუბუქი შემსუბუქება.

ასევე, ის რომ ხვალიდან იხსნება სასტუმროები და 8 მარტიდან საბაგიროები, მარტივი ახსნა აქვს, რადგან ტრასას მომზადება სჭირდება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვაააააა...   (25.02.2021)
ეს ურცხვი ქალი ერთი კვირის წინ ამბობდა არაფრით არ შეგვიძლია გახსნაო.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )