რეზონანსი
24.02.2021

დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის" და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას" შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

„დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, აქ ხომ მელიაში არ არის კონკრეტულად საქმე, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის" და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან". ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიის ბოლო საყრდენად იყო ცნობილი, ამ ქვეყნის ხელისუფლება შტურმით იღებს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბბინას. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, ამას რა შეიძლება მოყვეს. ამის შემდეგ თუ რეაქცია არ იქნება სათანადო, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიდგებიან, აუცილებლად მიდგებიან თავისუფალ მედიას და მერე ეს წავა დომინოს პრინციპით, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის" დროს. ესენი ახალს არაფერს აკეთებენ.

გასაგებია პოლიტიკოსების ავხორცული ვნებები, მაგრამ საზოგადოების მიკვირს და მტკივა, ვინც აღტაცების ყიჟინით ხვდება „ოცნების" ამ გადაწყვეტილებას. მათ მინდა შევახსენო, ძალიან ბედნიერები რომ იყვნენ საჩვენებელი დაჭერებით „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ძალიან ბევრს არ ეგონა, რომ ეს დაჭერა, ტერორი, უფლებების შეზღუდვა, ბიზნესების წართმევა მათ კართანაც ჩაიმუხლავდა, სეირს უყურებდნენ ტელევიზორებით და ხომ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ტერორის მსხვერპლი ლამის მთელი საქართველო გახდა. არ დარჩენილა ჯიხურის მფლობელი, რომ არ შეხებოდა ეს ხელი. პირობას გაძლევთ, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას" შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ვინ ვის მისცა ხმა", - განაცხადა ლაგაზიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (8)
ჩაწერა სახელი
ეკა   (25.02.2021)
დასავლეთმა უკვე შეარბილა ტონი. ეს ჩვენი ტელევიზიები ბაქიბუქობნ, დასავლეთის ერთადერთი საყრდენი ვართ კავკასიაში. ჩვენ თუ დაგვკარგეს დაკარგავენ კავკასიას და „პრაშჩაი!

SOS   (24.02.2021)
SAXES SHEXEDET GITLERIS DA MISHA SAKIANIS POZASHIA,es eqsperti ki ara NACBOZIA!

ექსპერტი   (24.02.2021)
ბებიაჩემი უკეთესი ექსპერტი იყო, ვიდრე ეს ქალი ასეთები რომ არა მელიას დასაცავად მართლა გავიდოდი

PRONELI   (24.02.2021)
ras nishnavs avxorculi vnebebi; sqesobrivad agviraxsnili,DJINMOREU vnebebi ese igi bozuri vnebebi (qartuli leqsikonit sityva avxorcis ganmarteba)QALBATONMA XATUNAM MIAGNO CHVENI POLITIKOSEBIS NAMDVIL DAXASIATEBAS.

Guli   (24.02.2021)
ისე გაეჩხიროთ რომ ვეღარ ამოისუნთქონ

ხატია   (24.02.2021)
ქვეყნის შიგნით ხომ ისეთი მხარდაჭერა აქვს მელიას, რომ მთელი თბილისი მის დასაცავად გამოვიდა. სულ რაღაც 2 დღეში დაინახავთ რა მსვლელობასაც მოაწყობენ ნაცები. სხვა ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არის.

🆚   (24.02.2021)
დასავლეთისაც,მელიასაც და შენი დშც.ნეტავ რამე გესმოდეს პოლიტიკის!!!

***   (24.02.2021)
გაწყვიტეს ხმა,აბა შემოგთავაზონ თანამდებობა როგორ შეეცვლება აზრი სულ კუნტრუშით წახვალ საკანში ჩასაჯდომად,ან ასე რამ გავაბოროტათ ვითომ ექსპერტები და საინტერესოა ყველა საკითხში როგორ ერკვევით .დააშავა დაიჭირეს ციხე მარტო საწყალი ხალხისთვის არ არის აშენებილი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )