
საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებულია, ხოლო 8 მარტიდან უკვე საბაგიროებიც ჩაირთვება. ჯანდაცვის მინისტრმა გასულ კვირას აღნიშნავდა, რომ "ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობა აჭარაში დაშვებულ შეცდომებს ვერ გაიმეორებდა". იგივე პოზიციას იზიარებდა ამირან გამყრელიძეც. bm.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს დღეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
„ამირან გამყრელიძის პოზიცია არის უფრო მკაცრი ყოველთვის. საკოორდინაციო საბჭო არსებობს იმისთვის, რომ კოორდინირებული და დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ, ექიმები და განსაკუთრებით დავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ უფრო მკაცრი და რადიკალური. ჩვენი რეკომენდაცია იყო და არის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ყველაფერი.
დაახლოებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენ უფრო რადიკალურები ვიყავით. მაგრამ შემდგომ ეს ბალანსდება სხვადასხვა უწყებების მიერ. არსებობს მდგენელები, მათ შორის ეკონომიკური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.