
უახლოეს მომავალში სახალხო დამცველმა პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა, მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, მაგალითად, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ კითხვაზე სახალხო დამცველის პასუხს პარლამენტში ყურადღებით მოუსმენენ.
„ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს, როდესაც პირს გირაო აქვს შეფარდებული და ის ამბობს, რომ ამ გირაოს პირობებს არ შეასრულებს. ხელისუფლების მიერ რა პრეცედენტი უნდა დაიდოს. აქ ხელისუფლებამ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ უნდა მიიღოს, რატომ მოგვიწოდებს ყველა, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები უნდა იყოს და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილ იქნას. ეს და სხვა კითხვები იქნება მთავარი კითხვები, რაზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს და ყურადღებით მოვუსმენთ. მან საკმაოდ კარგად იცის ჩემი პირადი განწყობა და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას პატივისცემა შეიძლება დავუდასტურო, მაგრამ თუ ის პოლიტიკური მესიჯებით არ ილაპარაკებს, მას პასუხები არ ექნება. სახალხო დამცველს მოუწევს, პოლიტიკური მესიჯებით ილაპარაკოს სამართალზე. წარმოიდგინეთ, რა დონის პარადოქსია, სახალხო დამცველი თუ სამართალზე პოლიტიკური მესიჯებით ვერ ილაპარაკებს პასუხს ვერ გაგვცემს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3) | Simartle (24.02.2021) ES GLOBUSA TAVYBA GASIEBULI BLYQUNA JOJO NACBOZI GAVARDA SASWRAFOD GVELIAS GASAWMENDAD,TFUI,shen rom damcveli gqvia! ujisho lomjaria,
**** (24.02.2021) ეგ თუ სახალხო დამცველია, მაშინ ჩემი ძაღლი მეცნიერებათა დოქტორია, ვისი პარტიიდანაც არის მშვენივრად იცავს ხელად გავარდა თუ არა მელია კუდაგრძელიას სანახავად.
**** (24.02.2021) ეგ თუ სახალხო დამცველია, მაშინ ჩემი ძაღლი მეცნიერებათა დოქტორია, ვისი პარტიიდანაც არის მშვენივრად იცავს ხელად გავარდა თუ არა მელია კუდაგრძელიას სანახავად.
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|