რეზონანსი
24.02.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ლიეტუვის პარლამენტის ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა, მკაცრად გააფრთხილოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომ არადიპლომატიური განცხადებები მომავალში არ გააკეთოს.

მისივე თქმით, არც ერთი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოს შიდა საქმეებში ასე უხეშად არ უნდა ერეოდეს და რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდეს.

„დღეს ლიეტუვის სეიმის სპიკერატმა ჟიგიმანტას პავილიონისი დაიბარეს საქართველოს საკითხებზე სასაუბროდ, რადგან მისი არადიპლომატიური და ყოვლად არაპროფესიონალური განცხადებები, რომელიც მან საქართველოში გააკეთა, ლიეტუვის პარლამენტის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ იყო მიკერძოებული, გამოხატავდა ერთი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, რაც მიუღებელია, რადგან საქართველო და ლიეტუვა არიან სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები. შესაბამისად, ლიეტუვის პარლამენტის ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა, მკაცრად გააფრთხილოს პავილიონისი, რომ ასეთი არადიპლომატიური განცხადებები მომავალში არ გააკეთოს.

მადლობელი ვართ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების, რადგან არც ერთი თუნდაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოს შიდა საქმეებში ასე უხეშად არ უნდა ერეოდეს და რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდეს. შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც კერძო პიროვნებამ გამოხატოს, მაგრამ არა როგორც რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენელმა. ამიტომ, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ წარუმატებელი მისიისა, რომელიც ბატონ პავილიონისს საქართველოში ჰქონდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე დასრულდა, რადგან ჩვენ კოლეგები ვართ და ნამდვილად არაკოლეგიალური იყო მისი გამოხტომები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე: „რა იყო პავილიონისის საქართველოში ვიზიტის მიზანი", სამხარაძემ განაცხადა:

„არ ვიცი. როგორც ჩემთან შეხვედრაზე განაცხადა, მას სურდა, რომ შუამავლობა გაეწია. თუმცა მან ასევე თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მეგობრები ჰყავს და შეეცდებოდა, ისინი დაერწმუნებინა. თუმცა მეორე დღეს სრულიად სხვა განცხადებები გააკეთა. სწორედ ამით არიან გაკვირვებული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )