რეზონანსი
24.02.2021

ნიკა მელია არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ოპონენტებში არის ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო, რომელსაც სურს ძალაუფლება. ამ ძალაუფლებას ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების მხარდაჭერით, ეს კი დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.

„ბოლო არჩევნებშიც ნახეს, რომ მოქალაქეები მათ არ აძლევენ მანდატს, ამიტომ ახლა ეძებენ სხვა შემოვლით გზებს, თუ როგორ შეიძლება მიიღონ მათ ეს ძალაუფლება. მათ ოპოზიციის როლი არ აწყობთ, უბრალოდ არ უნდათ. იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტში და ნახევარი მოწვევა ისე გაატარეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და არც დადიოდნენ პარლამენტში. მათთვის ოპოზიციის როლი არის მიუღებელი, მათ უნდათ ძალაუფლება, ის ძალაუფლება, რომელიც მათ დაკარგეს და ძალაუფლების წყურვილი კვლავ აქვთ, ამიტომ ეძებენ გზებს. შემოვლითი გზა, რომელიც გადის მღელვარებაზე, მდგომარეობის გამძაფრებაზე, რადიკალიზმზე, ყველა საბაბი არის მისაღები, იქნება ეს ნიკა მელია, იქნება ეს კორონავირუსი, იქნება რაიმე ყოფითი კრიმინალური შემთხვევა თუ ა.შ. სადაც შეატყობენ, რომ არის პოტენციალი, რაიმე სახალხო მღელვარება მოჰყვეს, ყველაფრის გამოყენებას ცდილობენ ტალღა ააგორონ, ამ ტალღაზე წამოჯდნენ და ძალაუფლება დაიბრუნონ. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ რეაქციას საზოგადოებისგან, ისინი ვერ იღებენ იმ რეაქციას, რომლიც იმედიც აქვთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მიშა   (24.02.2021)
ძალიან ჭკვიანი ბიჭია, სწორად წერს!

ვაააააა...   (24.02.2021)
გააქტიურდა კაცის კაცი, ეტყობა მოსთხოვეს. კობახიძე ჩრდილშია ორი დღეა და ეს "შავკები"ააწკმუტუნეს.

--   (24.02.2021)
წადი შე "ქეციანო", "ხიხოს" მოჯმულო!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )