რეზონანსი
24.02.2021

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ფაიზერის" ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ის გარემობაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი „აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო".

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ხელისუფლებამ „კოვაქს" პლატფორმაზე ვაქცინის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციები ვერ ატვირთა.

„კონტაქტი მაქვს კოლეგებთან, ვინც წინა ხაზზე არიან. მართლა არ მქონდა იმის განცდა, რომ ასე დაიგვიანებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აპლიკაციას ვერ შეავსებდნენ „კოვაქსზე" და შეცდომები ექნებოდათ. დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს. წარმოგიდგენიათ, როგორ არაპროფესიონალ ხალხთან, ბეცებთან გვაქვს საქმე? ეს ხომ დანაშაულებრივი გულგრილობაა",-განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზია ისიც, რომ ხელისუფლებამ საკმარისად არ აწარმოა მოლაპარაკებები ვაქცინის მისაღებად მეგობარ ქვეყნებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.

„განაში 600 ათასი დოზა უკვე მიიღეს და იწყებენ ვაქცინაციას. მანამდე იყო რუანდა, რომელიც 2 მლნ დოზას იღებს. ეს გამართლება, რომ ნუ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს... კი ბატონო, არ ვედრებით, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშსაც აღარ შევედაროთ?! საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?! ეს არის მიზეზი იმის, რომ მთავრობამ არ აწარმოა მოლაპარაკებები მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან და მწარმოებლებთან", - აღნიშნა მან.

სერგო ჩიხლაძემ შეზღუდვების მოხსნაზეც ისაუბრა, როგორც ის აცხადებს, „კომენდანტის საათის" შენარჩუნება პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული.

„რა თქმა უნდა, კარგია შეზღუდვები რომ მოხსნება, მაგრამ, არა იმიტომ, რომ მთავრობა არის ახლებურად მზად, მთავრობა ხვდება ამ დაგროვილ მუხტს, აგრესიას საზოგადოებაში, ნეგატივს მთავრობის მიმართ. ეს იყო წნეხის შედეგი, რასაც საზოგადოებისგან გრძნობს ხელისუფლება.

ერთადერთს, რასაც ტოვებს ხელისუფლება, არის კომენდანტის საათი 21:00 საათიდან, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ეს პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული. დიახაც, ხელისუფლებას აქვს აქციების და მღელვარების შიში. ეს არის ბერკეტი, რაც შეიძლება დრო შეამჭიდროვოს", - განაცხადა ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
1234   (25.02.2021)
ერთი ეს დემაგოგიც უნდა გასვა სარზე. ფაიზერს მოწოდება რომ სდომებოდა თავად შეუვსებდნენ იმ განცხადებას. არ მორჩნენ ეს სააკას გოგო ბიჭები ხალხის გაბრუებას. ფაიზერის ვაქცინა დააფინანსა ტრამპის მტავრობამ, სანამ ამერიკა დასავლეთის მდიდარი ქვეყნები ვინც ფული გაიღო არ დაამთავრებენ აცრას, საქართველოსთვის არავინ მოიცლის. რომ შესაძლებელი ყოფილიყო ფაიზერის ვაქცინის ადრე მიღება თურქეთს დაასწრებდა საქართველო. თურქებმა იცოდნენ ეს მდგომარეობა და ამიტომ დაიწყეს ჩინური ვაქცინით აცრა. დიახ აფრიკა პრიორიტეტია ამერიკისთვის. არ იცოდით აქამდე? რამდენი აფრო-ამერიკელი ცხოვრობს ამერიკაში და რამდენი ქართველი? თანაც ვიცე-პრეზიდენტი აფრო-ამერიკელია ჩიხლაძე კი არ არის. ამიტომ განა და აფრიკა ზოგადად პრიორიტეტია. და ამ სირებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ერთ მხარესაც სირები და მერე მხარეს კი აგრესიული ავანტურისტი სირები. კიდევ კარგ დღეშია ეს ქვეყანა.

თამო   (24.02.2021)
მგონი უკვე აღარცაა საჭირო ეგ თქვენი ვაქცინა, გაიკეთეთ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად და მოშორდით ამ ქვეყანას, წადით თქვენს უცხოეთის ვილებში. ხალხი თავს მიხედავს როგორმე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )