რეზონანსი
24.02.2021

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლინკოლნ მიტჩელმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე იმსჯელეს, განაცხადა, რომ საერთო ჯამში, მელიას დაკავება დასაბუთებულია, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს.

"მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს, თუმცა, თავისთავად, ეს ფაქტი არ არის საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის დრამატული ცვლილება. მელიას დაკავება და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი, რაც მოჰყვა დამარცხებას არჩევნებში, რომელთაც ახლდა ხარვეზები, მაგრამ ეს საკმარისად ლეგიტიმური არჩევნები იყო, გახლავთ უფრო ფართო კონტექსტი საქართველოში დემოკრატიის სტაგნაციისა, რაც რამდენიმე წელია, ხდება.

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, ნათელია. საერთო ჯამში, მელიას დაკავება არის დასაბუთებული და ამ გადაწყვეტილების დაცვა შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, დასავლეთის პოზიციები შერბილდა, რადგან დასავლეთმა არასდროს აღიარა რეალობა, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ზოგიერთი წევრი კრიმინალთანაა დაკავშირებული. საქართველოში ორივე მხარემ, ისევე, როგორც დასავლეთმა და აშშ-მა, უნდა მოახდინონ ფოკუსირება არა იმაზე, რომ მართლები არიან, არამედ დეესკალაციის გზებზე,"-განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
---   (24.02.2021)
რუსების მიჩელი!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )