რეზონანსი
24.02.2021

ლიეტუვაში დაინტერესდნენ, იყო თუ არა შეთანხმებული ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში განმარტებებისთვის დაბარებას.

„როგორც ჩანს, შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენელი პირები დაინტერსედნენ იმით, თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა, იყო ეს თუ არა შეთანხმებული და საერთოდ, ის ინტერვენცია, რომელიც ამ ადამიანმა განახორციელა, იყო თუ არა მეგობრული, ეფუძნებოდა თუ არა ორივე მხარის მიმართ მოწოდებას. დაველოდოთ შეფასებებს. საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური, ობიექტური და თანაბრად მოუწოდებდე შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ. საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ რაც უნდა პოლიტიკური სიმპატია გქონდეს, ამას საჯაროდ აფიქსირებდე. ალბათ ამასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ", - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამის შემდეგ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის ლიეტუვის სეიმში დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (25.02.2021)
პავილიონისს უკვე ყური აუწიეს, ასე რომ დავმშვიდდეთ როგორც ცანს ჩვენი ქვეყნის ბედს ჩვენ არავინ გვეკითხება.

ვაააააა...   (24.02.2021)
ამათ ისიც ვერ გაიგეს რომ, მოყვარეს პირში უძრახე ლიტონი სიტყვები არაა

გივი   (24.02.2021)
ჟიგიმანტმასმა გითხრა შე ქლიავო ნეხვში ზიხართ შენ და ბიძინა და შეიძლება მძღნერში ახმოჩნდეთო, შენ კიდე ეუნები რა კარგი სურნელია ფრანგულ დუხებს სჯობიაო......... მაგრამ რა აზრი აქვს ლაპარაკს როცა გაყიდულნი ხართ ყველა.

--   (24.02.2021)
წადი შე "ქეციანო", "ხიხოს" მოჯმულო!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )