რეზონანსი
24.02.2021

მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუდნაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიას დაკავების გამო საერთაშორისო კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც დასჯადია ამერიკაში და ევროპაში, ის დასჯადია საქართველოშიც.

"ევროატლანტიკური მიმართულება რა თქმა უნდა, გადახედვას არ ექვემდებარება, მაგრამ ევროატლანტიკური მიმართულება არის მიმზიდველი იმით, რომ კანონი იქ უპირატესად დაცულია. ამიტომ ჩვენთანაც კანონი არის უპირატესი, ვიდრე პოლიტიკური ასპექტი, თუმცა, არის შეფასებები იმდაგვარი, რომ პოლიტიკური შემადგენელი თითქოსდა ჭარბობდა ამ გადაწყვეტილებაში. როცა პირი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ნიკანორ მელია პირდაპირ სახეში ესვრის სამაჯურს და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს და სამართალს, სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს უპირატესი ვალდებულება, რომ დაიცვას კანონი და თუ არჩევანი დგება პოლიტიკა თუ სამართალი, რა თქმა უნდა, უპირატესია სამართალი. თუ ვინმე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ" ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ ამ დამოკიდებულებით და შეფასებით მიიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, მე მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ქვეყანა, სადაც სამართალი არ არის აღსრულებადი ის პოლიტიკურად, სამართლებრივად და იმიჯურად არის ცუდ მდგომარეობაში", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
--   (24.02.2021)
წადი შე "ქეციანო", "ხიხოს" მოჯმულო!

ლუკა   (24.02.2021)
კანონი რომ მართლა კანონობდეს, ყველა მოსატყნავი ხართ. ციხეებში იქნებოდით ქოცებიც და ნაცებიც. თქვენი დედები მოვტყან ყველასი, დააქციეთ ქვეყანა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )