რეზონანსი
24.02.2021

ივანიშვილის პირობებში ჩვენ შინაარსობრივად გავხდით რუსული ქვეყანა - ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის მთავარი პროპაგანდისტული „მესიჯი“ გააჟღერა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა შექმნილი, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები იქნება.

„საქართველოს რეპუტაციას ლახავს ღარიბაშვილისნაირი პრემიერ-მინისტრი და შლეგი არაფორმალური მმართველი, რომელიც ამ თავის თოჯინებს ათამაშებს. ლიეტუვა არის საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი, იმიტომ რომ სწორედ ერთიანი გამოწვევა გვაქვს და ეს არის რუსეთი. რა თქმა უნდა, ჟიგიმანტას პავილიონის პოზიცია არის ღია - ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, ივანიშვილის პირობებში ჩვენ შინაარსობრივად გავხდით რუსული ქვეყანა. საქართველოს ჰყავს ერთი მტერი დღეს და ეს არის რუსეთი. პავილიონისი არის გეგმაზომიერი ლიეტუველი პატრიოტი, რომელიც რუსეთს და დიქტატურებს ებრძვის. ასე, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა, როგორც არ უნდა იწვალოთ მეგობრებო, როგორც არ უნდა მოჭრათ და გადაჭრათ ფაქტი ფაქტად დარჩება, ივანიშვილი აკეთებს რუსულ საქმეს, იმიტომ, რომ საქართველოს ამსგავსებს რუსეთს, დანარჩენი არის ლირიკა და ამით თავს ნუ დაიწყნარებთ. სიტუაციაა მძიმე, განმუხტვის საშუალებას გვაძლევს ერთი რამ - პოლიტპატიმრები გარეთ და რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბაია   (24.02.2021)
მაშინ ვისი ქვეყანა ვიყავით მომიტინგეეს რომ უთვალთვალებდით, მის ოჯახის წევრების გათავისუფლებას აიძულებდით სამსახურების დირექტორებს, ყველანაირ ბიზნეს გადასახადს უწესებდით, თქვენ სტრიპტიზ კლუბებში ერთობოდით და ქონებას აგროვებდით?მაშინ თურმე პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ, მოლაშვილის წამება ხომ აუცილებელი იყო, რომ რუსებს არ დავმსგავსებოდით?

1234   (24.02.2021)
მეგობრებს ჯერ ვაქცინა მოთხოვეთ რომ ხალხი გადაარჩინოთ სიკვდილისგან, და მერე კრიმინალი და თავხედი პოლიტიკოსების დაცვა. ეს რაც ხდება სოლიდარობა არ არის. თავად ვაქცინებს აგროვებენ და "მეგობარ" და "პარტნიორ" ქვეყნას კი სამი თითის კომბინაციას აჩვენებენ და დიდი ძმის პოზიციიდან რჩევას აძლევენ როგორ არ უნდა დაიჭირონ კრიმინალი პოლიტიკოსები. ეს ბრიყვი მთავრობაც მისჩერებია პირდაღებული "პარტნიორ" ქვეყნებს თუ როდის გადმოუგდებენ "დასავლურ" ვაქცინას. ჩინური ეთაკილებათ ამ სირებს. თურქებს და აზერებს გამოსულები არიან. ჩინურ ვაქცინას როგორ აკადრებენ მოსახლეობას. მანამდე კი ათასობით თანამემულე ეღუპებათ და ქვეყანაც თავზე ენგრევათ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )