რეზონანსი
24.02.2021

სათხილამურო კლუბის "გუდაურას" ხელმძღვანელის შალვა აბრამიშვილის თქმით, სამთო კურორტების გახსნა 8 მარტამდე ვერ მოესწრება, რადგან საჭირო სამუშაოები გარკვეულ პერიოდს მოიცავს.

შალვა აბრამიშვილის განმარტებით, ხელისუფლებას ისინი ადრე უნდა გაეფრთხილებინა, რათა მოსამზადებელი პერიოდი დაეწყოთ.

"უფრო ადრე რომ დაეკვალიანებინა მთის კურორტები, გასაწევი სამუშაოები, რაც არის უფრო ადრე დაიწყებოდა და უფრო ადრე შევძლებდით კურორტის გახსნას მარტის პირველ რიცხვებში. მთის გახსნას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ისე არ არის, რომ ავდგე და ხვალ გავხსნა. აქედან გამომდინარე 8 მარტამდე ვერ ესწრება ეს ყველაფერი," - განაცხადა სათხილამურო კლუბის "გუდაურას" ხელმძღვანელმა "კურიერთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )