რეზონანსი
24.02.2021

ნიკა მელია არის მხნედ და გამარჯვებაშია დარწმუნებული. ამასთან სააპელაციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72 საათიანი ვადა ხვალ ეწურება, - ამის შესახებ „ტვ.პირველის" ეთერში ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

„ამ საქმეში სამართლებრივი მდგენელი არის ნულოვანი, ჯერ კიდევ თვეების წინ ვამბობდით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის იარაღი. ჩვენ სამართლებრივ მექანიზმს შევთავაზებთ, თუმცა არ გვაქვს ილუზია, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლე გადაწყვეტს. სამწუხაროდ სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების", - აღნიშნა კონდახაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატმა განაცხადა, რომ მას დღესაც ჰქონდა კომუნიკაცია სააპელაციო სასამართლოსთან. „დღემდე მათ არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი საჩივრის დასაშვებობაზე. აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება 72 საათის განმავლობაში იქნება მიღებული. ჩვენ გავასაჩივრეთ პარასკევს, თუმცა საქმის მასალები სააპელაციო სასამართლოში ორშაბათს გადაიგზავნა. მაქსიმალური ვადა ხვალ იწურება და შესაბამისად გადაწყვეტილება, ხვალ დღის ბოლომდე უნდა იყოს ცნობილი. დიდი მოლოდინი არ მაქვს რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა კონდახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )