რეზონანსი
24.02.2021

48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან სანქციების თაობაზე გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მდინარაძის თქმით, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია და ეს ოპოზიციაშიც იციან.

„გიგი უგულავა რომ გამოდის, ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე, საუბრობს სანქციებზე და მსგავს საკითხებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა, რადგან ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არ მისცემს არავინ, პრინციპში, უგულავას და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასეც მოხდა, მაგრამ მაინც.

უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი გასაკრიტიკებელი ადამიანი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. მთავარი პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
???   (24.02.2021)
თუ მოიპარა რატოა გარეთ.გეყოფათ თქვენც დემაგოგია!

ბაია   (24.02.2021)
მაშინ ვისი ქვეყანა ვიყავით მომიტინგეეს რომ უთვალთვალებდით, მის ოჯახის წევრების გათავისუფლებას აიძულებდით სამსახურების დირექტორებს, ყველანაირ ბიზნეს გადასახადს უწესებდით, თქვენ სტრიპტიზ კლუბებში ერთობოდით და ქონებას აგროვებდით?მაშინ თურმე პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ, მოლაშვილის წამება ხომ აუცილებელი იყო, რომ რუსებს არ დავმსგავსებოდით?

ბაია   (24.02.2021)
მაშინ ვისი ქვეყანა ვიყავით მომიტინგეეს რომ უთვალთვალებდით, მის ოჯახის წევრების გათავისუფლებას აიძულებდით სამსახურების დირექტორებს, ყველანაირ ბიზნეს გადასახადს უწესებდით, თქვენ სტრიპტიზ კლუბებში ერთობოდით და ქონებას აგროვებდით?მაშინ თურმე პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ, მოლაშვილის წამება ხომ აუცილებელი იყო, რომ რუსებს არ დავმსგავსებოდით?

Joni   (24.02.2021)
Samjer gkavfat dacherili mere eseigi tkvilad gkavdat dacherili

ანონიმური   (24.02.2021)
65_ მილიონი პატალოკია ეტყობა,წილოსანი!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )