რეზონანსი
24.02.2021

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.

„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე დაადანაშულოს", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.

ამასთან, როგორც ლიეტუვის მედია იუწყება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც. მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა", რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.

„ნათელია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პავილიონისს ჰქონდა პირადი პოზიცია, ის საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებულად დიპლომატიური უნდა ყოფილიყო", - განაცხდა ლიეტუვის პარლამენტის სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით გასულ უქმეებზე იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (24.02.2021)
ანუ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ჩამოვიდა??? ვაა, ეს ვინ ყოფილა...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )