რეზონანსი
23.02.2021

“ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება. რაც არ უნდა იძახონ, მართლები არიან, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს. ბუნებრივია, ქაოსის მიზნისკენ ვერც მორალი, ვერც კანონი და ვერც სიმართლე ვერ იქნება,” – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო.

„თუ ვინმეს უნდა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტანდარტი, რომ პარლამენტში დანაშაულებრივი შეჭრა არის კანონიერი, მაგრამ თუ პარტიის ოფისში ბრალდებულ პირს, რომელიც გირაოს პირობებს განზრახ არღვევს და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის, დააკავებენ, ეს არის დაუშვებელი, ეს სტანდარტი ვერ დამკვიდრდება. გულწრფელად გეტყვით, ადამიანის დაკავება არავის უხარია. როცა ადამიანი სახელმწიფოს იძულებულს ხდის, სახელმწიფოებრიობაზე იზრუნოს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით პრინციპულია, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე იდგეს და კანონი აღსრულდეს. ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურად შევხედავთ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტიის ფორმალური ლიდერი გაწირა ციხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ციხეში მისი პირადი წაქეზებით მოხდა, დაუჯერა მას და გულზე ბევრი მჯიღი ირტყა, რომ ვერ დაიჭერდნენ, თუმცა კანონი და სამართალი აღსრულდა და მიხეილ სააკაშვილის გეგმა „ბე“ მოქმედებაში ვერ მოვიდა. ვხედავთ, რომ საზოგადოების რეაქცია არის განსხვავებული. ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება. რაც არ უნდა იძახონ, მართლები არიან, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს. ბუნებრივია, ქაოსის მიზნისკენ ვერც მორალი, ვერც კანონი და ვერც სიმართლე ვერ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (23.02.2021)
Асетебс гмерти ар швелис холме, есени ешмакс да Иванашвилс емсахуребиан.

მიშა   (23.02.2021)
ღმერთო უშველე ყველა გაჭირვებულს!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )