რეზონანსი
23.02.2021

დღეს სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხის წინაშე დავდგებოდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში" ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს რთული მოცემულობა, რადგან გვყავს ოპოზიცია, რომელიც არად დაგიდევს სახელმწიფოს, კანონს, კონსტიტუციას, თავისი ამომრჩევლის ხმას; ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. მათი მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა. სასწორის პინაზე იდო ერთის მხრივ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობა, კანონის უზენაესობის უგულვებელყოფა და მეორე მხრივ, კანონიერების, წესრიგის აღდგენა ქვეყანაში. ჩვენ ბუნებრივია, მეორე გზით წავედით. ბუნებრივია, ნებისმიერ ქმედებას ახლავს გამოწვევები. ნებისმიერი კრიმინალი დაკავებას ახლავს გამოწვევა. კრიმინალის დაკავებისას გარკვეული ზიანი შეიძლება სახელმწიფოს მიადგეს", განაცხადა სუბარმა.

მან გაიხსენა რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ოფისში განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს ესებუას ხელში ეჭირა ხელყუმბარა და მძევლების დაშავების საფრთხე არსებობდა.

„იმ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მძევლების სიცოცხლე უფრო მეტად გვიღირდა და ამის სასარგებლოდ გააკეთა აქცენტი. დღეს ამის საფრთხე არ იყო. დღეს სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებ, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხის წინაშე დავდგებოდით. ამის დაშვება უბრალოდ არ შეიძლებოდა", - დასძინა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვაააააა...   (23.02.2021)
რატომ მიიყვანეთ აქამდე?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )