რეზონანსი
23.02.2021

ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო - სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მელია სხვის თამაშს თამაშობდა და ახლა მას შეუძლია გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ქართველი კაცის დაპატიმრება ვის გაუხარდება, არავის ალბათ....მე მაინც იმედი მქონდა, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა იმ გირაოს, რადგან ერთხელ უკვე გადაიხადა, მე ასე მეჩვენება, რომ ის თავის თამაშს არ თამაშობდა. ვფიქრობდი, რომ გადაიდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთლიანად "ოცნებაზე" და ამ შემთხვევაში იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილება რაც არ უნდა იყოს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს. მას აქვს ყველანაირი უფლება ადვოკატის მეშვეობით ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იმედი მაქვს, რომ თუ ითანამშრომლებს შეღავათიც ექნება, თუ დანაშაული აქვს. მაგრამ ასეთ დანაშაულებზე როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გინდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მკაცარი ზომები მიიღეს", - განაცხადა ინჯიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (23.02.2021)
Амас рогор шеидзлеба каци сахели кондес, намдвили кахпаа. Тфу шенц шенс щвилебсац.

---   (23.02.2021)
ყლინჯია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )