რეზონანსი
29.01.2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი მეხუთე კლასის მოსწავლემ, სწავლის დაწყებამდე შენიშნა. სავარაუდოდ, ცეცხლი შეშის ღუმელს გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს შემთხვევა დილის რვა საათზე მოხდა. დაიწვა ერთი ოთახის ჭერი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×