რეზონანსი
27.01.2021

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, დღეს დადასტურდა, რომ 1 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნება. გამონაკლისი,  შაბათი და კვირაა.

ბიზნესის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა მათ დღეს დამატებით რამდენიმე მოთხოვნაზე კომპრომისი ვერ მიიღეს.

სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს სურდათ, რესტორნებისა და ტურისტული ობიექტების მსგავსად, ქონების გადასახადის სუბსიდირების პროექტი მათაც შეხებოდათ, თუმცა განემარტათ, რომ ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფის რესურსი არ არსებობს.

მთავრობის წევრები და ეპიდემიოლოგები დათმობაზე წავიდნენ მუშაობის ერთ-ერთ რეგულაციაზე, რომელიც სავაჭრო ობიექტებს მომხმარებლის გაორმაგებული რაოდენობის მიღების შესაძლებლობას მიცემს.

სავაჭრო ცენტრები და საცალო ვაჭრობის ობიექტები იმ პირობით იმუშავებენ, რომ დისტანცია, პირბადის ტარება და სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვის მოთხოვნები დაცული იქნება. პარალელურად, განხორციელდება ობიექტებზე დასაქმებულთა ტესტირება. ტესტირების პროცესს ჯანდაცვის სისტემა უზრუნველყოფს და დააფინანსებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )