რეზონანსი
27.01.2021

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებში ხდება მყიდველთა 40%-ის, პრაქტიკულად ნახევარზე ოდნავ ნაკლების კონცენტრაცია. სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას განაპირობებს დაწესებული რეგულაციების დაცვა, მათ შორის, მაღაზიების მიერ ნაკადების მართვა, როგორც ეს მოხდა წინასაახალწლო პერიოდში.

“როდესაც ჩვენ ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნაზე ვსაუბრობთ, ვალდებული ვართ , გავითვალისწინოთ ყველა მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების და რა თქმა უნდა ბიზნესის უსაფრთხოებას. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მიეცეთ ოპერირების სრულფასოვანი საშუალება, თუმცა, ამასთან, გვესმის, რომ მომეტებულ აქტივობას და საფრთხეს, შესაძლოა მოჰყვეს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რამაც შემდგომში შეიძლება შეზღუდვების აუცილებლობა გამოიწვიოს. სწორედ შემდგომი შესაძლო შეზღუდვების გამო ვუდგებით სიფრთხილით გახსნის პროცესს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბიძინა   (28.01.2021)
წადი დედაკაცო გამოაცხვე იმერული ხაჭაპური გაგვანებე თავი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )