რეზონანსი
27.01.2021

ევროკომისია ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca-სგან ვაქცინის სრული მოცულობით მიწოდებას ითხოვს. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეროკომისია AstraZeneca-სგან ვაქცინის სრული მოცულობით მიწოდებას ელის. ჩვენ პანდემიის მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხალხი კვდება, ეს ციფრებისა და სტატისტიკის საკითხი არ არის. ფარმაცევტულ კომპანიებს მორალური, სოციალური და სახელშელკრულებო ვალდებულებები აქვთ, რომელიც უნდა შეასრულონ. ჩვენ შევასრულეთ საინვესტიციო ვალდებულებები, რათა კომპანიას ვაქცინის საჭირო რაოდენობის მიწოდება შეძლებოდა. ჩვენს ინვესტიციებსა და ჩვენი გადამხდელების ფულს დავიცავთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მანამდე კომპანია Astrazeneca-მ აღიარა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )