რეზონანსი
27.01.2021

ჯანმო აგრძელებს მუშაობას სხვა ვაქცინების გადაუდებელ შემთხვევაში გამოყენებაზე მუშაობას. დღეს გვაქვს 5 კომპანიისგან ვაქცინის 2 მილიარდი დოზა. ველით, რომ კოვაქსი დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას მომდევნო თვიდან სხვადასხვა ქვეყნისთვის. ვაქცინის სამართლიანი მიწოდების პერსპექტივა საფრთხის ქვეშაა, რადგან არსებობენ ქვეყნები, რომლებიც გვერდს უვლიან კოვაქსის პლატფორმას და ურიგოდ ცდილობენ ვაქცინის მიღებას, - ასე მიმართა ევროპის საბჭოს სხდომას ჟენევიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

„50 ქვეყანა იღებს ვაქცინას, მათი უმრავლესობა მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ვაქცინა ხელმსიაწვდომია ამჟამად ახალგაზრდებზე მდიდარ ქვეყნებში, რომლებიც უფრო ადრე მიიღებენ მას, ვიდრე ღარიბ ქვეყანაში რისკის ჯგუფები და ექიმები. ეს კი სამართლიანი განაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია, რომ კოვაქსი იღებდეს ვაქცინის დამატებით დოზებს. ბევრ ქვეყანას იმაზე მეტი ვაქცინა აქვს შეძენილი, ვიდრე რეალურად სჭირდება. ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დროულად მიიღებენ სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინას. ჩამოვთვლი 5 უმნიშვნელოვანეს ზომას, რომელიც უნდა მიიღონ ქვეყნებმა. პირველი, პრიორიტეტების განაწილება, მეორე, უნდა ვიმოქმედოთ პატიოსნად, ჭარბი დოზები უნდა გადანაწილდეს სხვა ქვეყნებზე. მესამე, პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ და ყველა პარტნიორმა შეასრულოს აღებული ვალდებულება. მეოთხე, ვიყოთ მზად. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ლოჯისტიკური მექანიზმი ვაქცინაციისთვის. მეხუთე, გამჭვირვალედ უნდა ვიმუშაოთ კონტრაქტების მიმართულებით, ვგულისხმობ ფასებს და მიწოდების ვადებს. და ბოლოს, უნდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ვაქცინაციის მოთხოვნა არაა გონივრული“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )