რეზონანსი
27.01.2021

საქართველოს პარლამენტის წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, ის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.

აღნიშნულის შესახებ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე საპროცედურო კომიტეტზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ მხარს ვუჭერ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას. ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე, პლენარულ სხდომაზე მხარს დავუჭერ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას",-აცხადებს გაგა კახიანი.

ამასთან, როგორც კახიანი განმარტავს, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდეს პარლამენტის ყველა წევრისთვის, თუმცა როგორც კახიანი დასძენს „არიან ისეთები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ" ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

„ მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობაში რაც მოვისმინე, ემხრობიან უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ვფიქრობ, პლენარულ სხდომამდე ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა უმრავლესობა შეიკრიბოს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი. მე ვხედავ, რომ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდეს პარლამენტის ყველა წევრისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას 50 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება",-აცხადებს კახიანი.

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები განიხილა და დასკვნას ბიუროს სხდომაზე წარადგენს.

ხვალ კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მოქ.   (28.01.2021)
ოპოზიციის რეიტინგი ნდია-ის მიხედვით, თუ ასე დაცემულია, მაშინ რა პრობლემა აქვს ოცნებას, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ამით მოხსნას კრიზისი-გაუგებარია...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )