რეზონანსი
27.01.2021

როგორც არ უნდა გადაწყდეს კაზუსი, რომელიც გვაქვს ოპონენტებთან დაკავშირებით, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ მივიღოთ კანონები და განხორციელდეს რეფორმები, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მთავარი პროგრამა არის ამ გეზით სვლა.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, როგორც ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი არის არეულობა. ამას ისინი ბოლო დღეებში პირდაპირაც აცხადებენ, ნელა გვაპარებენ სიტყვა რევოლუციას. ასე რომ, ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგი საკმაოდ ნათელია: მნიშვნელობა არა აქვს, ისინი პარლამეტში იქნებიან თუ პარლამენტს მიღმა - მათი დღის წესრიგი არის არეულობა, ძალადობა და საერთო ჯამში მათი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )