რეზონანსი
27.01.2021

ხვალ ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესია. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოსამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და დაკავებულები გააათავისუფლეოს. ორივე დაკავებული დღეს ადვოკატმა ციხეში მონინახულა.

"დღევანდელი ვიზიტი ეხებოდა ხვალიდნელ პროცესს, იგივე აღკვეთის ღონისძიების და იმ შუამდგომლობის რაც ჩვენ უნდა დავაყენოთ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ივერი მელაშვილი მზად არის გამოყენებული იყოს ნებისმიერი ღონისძიება აღკვეთის, გარდა პატიმრობისა. მზად არის პასპორტი ჩააბაროს, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არის საფუძველი პატიმრობის, აქედან გამომდინარე გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენ პოზიციას,"-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

"ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა ერთადერთი ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროებს მოლაპარაკების დეტალებს, რომლიც დააზიანებს შემდგომ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ ეს შიდა საუბრები, რომელიც მას ჰქონდა როგორც ბატონ გოგი მანჯგალაძესთან ასევე მიქელაძესთან, ეხება იმ დეტალებს, რომლიც მხოლოდ ქართული მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი. მნიშვნელოვნი მოთხოვაა, რმ ადამიანებმა უნდა დატოვონ საპატიმრო, რადგან არც აქამდე არსებობდა და ხვალისთვის აღარ არსებობს საფუძველი რომ დარჩნენ პატიმრობაში და შემდეგ უკვე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ შეწყდეს ეს საქმე,"-აცხადებს ივერი მელაშვილის ავოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )