რეზონანსი
27.01.2021

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულების და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია იმგვარად, როგორც ნებისმიერი წამლის ან სამკურნალო მასალის ქვეყანაში რეგისტრირების დროს.

„იმპორტიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანისას დარღვეული იყო რაიმე რეჟიმი. ამის კონტროლი სპეციალური ტექნოლოგიით ხდება, ამ შემთხვევაში ტემპერატურული ჩამწერით. მიღება- ჩაბარების დროს ხდება შემოწმება და თუ ერთ მომენტში მაინც აცდენილი იყო ტემპერატურულ ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა, და მას უბრუნდება და დანახარჯებსაც ის აკომპენსირებს. სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, თუ ვაქცინაცია ჩატარდა ინსტრუქციების დარღვევით და ასეთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რაიმე გვერდით მოვლენას, პასუხისმგებლობა სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრება. ხოლო თუ ვაქცინის ან სხვა რაიმე წამლის გამოყენების გამო ისეთი გვერდითი მოვლენა განვითარდა, რომელიც ამ ვაქცინაციის ინსტრუქციაში ეწერა, მაგრამ ეს არც იმპორტიორის ბრალია და არც სამედიცინო დაწესებულების, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უმკურნალოს, მართოს და დააკომპენსიროს ეს გართულება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )