რეზონანსი
27.01.2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. სესიას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მან ვაქცინების უსამართლოდ გადანაწილების პრობლემაზე გააკეთა აქცენტი და მოუწოდა ქვეყნებს იყვნენ სოლიდარულები, რადგან, ზოგიერთმა სახელმწიფომ ვაქცინის იმაზე მეტი დოზა ვიდრე რეალურად სჭირდებოდა.

სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"COVID-19 არ არის მხოლოდ გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა. პანდემიამ კრიზის წინაშე დააყენა გლობალური ეკონომიკაც. უპრეცედენტოდ შეამცირა შემოსავალი, გაზარდა უმუშევრობა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული სერვისები დააზიანა. როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოს ცდილობს გაუმკლავდეს პანდემიას. ყველაზე მეტად პანდემიამ ტურიზმის სექტორი დააზიანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს წარმოადგენს. არსებული ვითარების გამო, ვაქცინაცია ეკონომიკის გადარჩენის გადამწყვეტი საშუალებაა. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინის მიწოდების გეგმა, ჯანდაცვის ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. საქართველოსთვის იმუნიზაცია არის ეროვნული პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს კარგად ფუნქციონირებადი სისტემა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, კარგად აღჭურვილი ლუგარის ლაბორატორია. საქართველო მზად არის მიიღოს ვაქცინა, გვაქვს შედსაბამისი პირობები," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )