რეზონანსი
27.01.2021

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, იმ მძიმე ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანაშია, ყოველი დღე არის ძვირფასი იმისათის, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

წერეთელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს კომპრომისები ხელისუფლების მხრიდან და გამოინახოს ის გადაწყვეტილების მოდელი, რომელიც პროცესს განმუხტავს.

„იმ ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანაშია, ყველა დღე არის ძალიან ძვირფასი იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული, განიმუხტოს ეს პოლიტიკური სირთულეები, პოლიტიკური კრიზისი და რაღაცნაირად შევუდგეთ ქვეყნის განვითარებას და ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლას. თუ ეს არ ესმის ხელისუფლებას და რაღაცნაირად გაწევის პოლიტიკაა, იქ მანდატების შეჩერების თუ სხვა რამის, ეს რათქმაუნდა არასწორია და ოპოზიციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის არის ძალიან პრინციპული ის საკითხები, რაზეც საერთოდ შედგა ეს ბოიკოტი და რაზეც იყო ამდენი აღელვება არჩევნების შემდეგ.

ამიტომ, ერთადერთი გზა არის, რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან და გამოინახოს გადაწყვეტილების ის მოდელი, რომელიც რაღაცნაირად ამ ვითარებას შეამსუბუქებს და პროცესს განმუხტავს." - განაცხადა წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )