რეზონანსი
27.01.2021

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციას კიდევ აქვს დრო პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციისათვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტას, მისი პოზიცია თავად ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული .

„ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რამდენად შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას და რამდენად არიან პასუხისმგებლები იმ გადაწყვეტილების, რომ საზოგადოებამ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით წარადგინ, ეს შემადგენლობა პარლამენტში უნდა იყოს მუშა პროცესში და არა ქუჩაში, გვერდიდან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, ჩემი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს, ვიდრე მათ", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )