რეზონანსი
27.01.2021

ივარ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები ელოდებიან. ივერი მელაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი მეუღლის ბრალეულობას დაადასტურებს.

თამარ სულაძის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე ხვალ სასამართლო დაკავებულებს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს.

"მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ წინასწარი დაკავებისთვის რაც მაგათ არგუმენტები ჰქონდათ რომ ვითომ მტკიცებულებები არ გაანადგურონო და ა.შ. ახალა ხომ დაამთავრეს და ეს არგუმენტი აღარ ექნებათ. გარდა მაგისა, ის, რაც თვითონ გამოაქვეყნეს მტკიცებულებები, ეს ჩანაწერები, იმ ჩანაწერებიდან უფრო ამათი სასარგებლო ჩანს და ჩანს, რომ წესიერი, ნორმალური ხალხი არიან და არაფერს არ აშავებდნენ, ვიდრე რაიმე დანაშაული აქვთ," - განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )