რეზონანსი
27.01.2021

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის საფარზე არსებულ ყინულზე მოცურდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საცხოვრებელი კორპუსის მიშენების საყრდენ ძელებს შეეჯახა და რამდენიმე ძელი მოანგრია.

შეჯახების შედეგად დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )