რეზონანსი
26.01.2021

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობა სპეციალურ პროტოკოლებს აამოქმედებს, მათ შორის მარშრუტებზე დამატებითი ავტობუსების გაყვანა იქნება. ამ თემაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.

„როგორც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობს, მგზავრთნაკადის ანალიზიდან გამომდინარე, რომლის მონაცემებიც გვექნება განსახილველად, დავიწყებთ ამაზე მუშაობას. შესაბამისად, ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მანამდეც გამოვიყენეთ, ახლაც ავამოქმედეთ და, ბუნებრივია, მაქსიმალურად უზრუნველყობთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 5 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 1-ლი თებერვლიდან აღდგება. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი არსებული შეზღუდვა ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (26.01.2021)
ოე ოე,ქართული არ იცით თქვეჩემისებო? ჩვენ ვუზრუნველვყოფთ,თქვენ უზრუნველყოფთ.ვ პირის ნიშანია,თქვე ბნელებო.საიდან მოხვედით ასეთი უწიგნურები,სკოლის პროგრამაც რომ არ იცით.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )