რეზონანსი
26.01.2021

​რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მისი პესიმისტური მოლოდინი გამართლდა.

ბურჯანაძის თქმით, ბიზნესსაზოგადოებას, ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულება სრულიად გაუგებარია.

შოთა ბურჯანაძის შეფასებით, მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ლოგიკური ახსნა არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ არასწორი გადაწყვეტილბებია მიღებული.

„შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და, სამწუხაროდ, ეს გამართლდა. ბიზნესსაზოგადოებას, ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი. ძალიან დიდი უფსკრულია, რომელიც წარმოიშვა და გაფართოვდა. ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის აქვს თავისი ახსნა. როდესაც გადაწყვეტილება არის მიღებული, ამას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როდესაც საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ გაიგოს ეს ყველაფერი და ვერ იგებს, ამ შემთხვევაში ალბათ დასკვნა მარტივია, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღება. ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, რომ ისინი სპეკულირებენ ადამიანების სიცოცხლით.

არასწორი მიდგომაა, რომ ასევე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რაც ახლა ხდება ბიზნესის ლიკვიდაციიდან გამომდინარე. ხდება საუბარი საუბრისთვის და ურთიერთკომუნიკაციაში მხოლოდ ერთმანეთის დანახვა. ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, ამას ადასტურებს ის აქციაც, რომელიც გარეთ არის, ეს აქცია კი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უფრო ართულებს", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მას მიაჩნია, რომ რომ ბიზნესმა რეგულაციების ფონზე უნდა იმუშაოს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა. აქ დგას დიდი კედელი და ეს კედელი არის შეუბღალავი. როდესაც მიხსნის ადამიანი, ეს იმიტომ ხდება, რომ ლოგიკურად ასეთი შედეგი მოყვება ამას, ვერ ვიგებ. სამწუხაროდ, მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ ეპიდემიოლოგების ადვოკატებად. ეს არის გაუგებარი რეალობა და ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ამ რეალობას ქვეყნის გაუბედურება მოჰყვება", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ტურიზმის სექტორი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ეპიდემიოლოგებიც ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )