რეზონანსი
26.01.2021

ჩვენ არსად წავსულვართ მოლაპარაკების მაგიდიდან, პირიქით, სულ იმას ვამბობთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი კონსტრუქციული გადაწყვეტილებისთვის მოლაპარაკებაზე ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას.

კახიანი იმედოვნებს, რომ მეხუთე რაუნდი შედგება და შედეგი იქნება, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც მიიღებს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას.

"რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც არაფერი შეცვლილა, პირიქით - მგონია, რომ სურათი შეიცვალა იმ პოზიციის სასარგებლოდ, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უბრალოდ არის არარელევანტური. მზად ვართ, მომდევნო რაუნდისთვის. ჩვენი მოსაზრებები ცნობილია. ყველამ იცის, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი. იმის იქით ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც კონსესუსის მიღწევა შეიძლება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შედეგი იქნება ის, რომ მთლიანად ოპოზიცია თუ არა, ერთი ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში",- განაცხადა კახიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს, კახიანი ამბობს, რომ უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებებია.

"უმრავლესობის შიგნით არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა შეუწყდეთ მანდატები. არის განსხვავებული მოსაზრებებიც, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს",- განაცხადა კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )