რეზონანსი
26.01.2021

არსებობს შეფასების კრიტერიუმი - დადებითობის მაჩვენებელი. გვაქვს მიდგომა, რომ რეგიონების მიხედვით ვიმოქმედოთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება თითოეულ რეგიონში დადებითობის მაჩვენებლის შეფასება და ეტაპობრივად გავხსნით სხვა დარგებსაც, - ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არაა ჩვენი ნება-სურვილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვმარტავთ, რომ არსებობს კრიტერიუმი - დადებითობის მაჩვენებელი. არის მიდგომა, რომ რეგიონების მიხედვით ვიმოქმედოთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება თითოეულ რეგიონში დადებითობის მაჩვენებლის შეფასება და ეტაპობრივად გავხსნით სხვა დარგებსაც. 1-ლი თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა ტუროპერატორებთან, რათა მათ ისწავლონ, როგორ უნდა იმუშაონ ვაქცინირებულ ტურისტებთან, ვინაიდან ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინირებული ადამიანები მონატრებულები არიან ფრენას, დასვენებას და ჩვენთან ჩამოსვლა უნდა", - განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )