რეზონანსი
26.01.2021

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პლატფორმიდან ვინმეს გაგდებაზე საუბარი არ ყოფილა.

მან კომენტარი გააკეთა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან იმ პოზიციის, რაც არჩევნების შემდეგ დაიკავეს.

„განცხადებაში საუბარია ოპოზიციური პარტიების ერთიან პლატფორმაზე, რომელიც არ შეცვლილა - ჩვენ უარს ვაცხადებთ, მივანიჭოთ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს; გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ავსახავთ ქალაქების ნებას; საუბარია იმაზე, რომ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეების ნების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების" ხელმოუწერლობას, ალბათ ყველაფერი გასაგებია. „გირჩის" ერთ ნაწილთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, იყო თუ არა მათთან გარკვეულწილად რაიმე სახის მოლაპარაკება. მათაც ჰქონდათ გარკვეული ჭმუნვები, როგორც იცით, ამ საერთო ფორმატთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ახლა ბოლო ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, ვერ მოგატყუებთ. არ ვიცი, იყო თუ არა კომუნიკაცია „გირჩთან" ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი, ყველას შეუძლია, შეუერთდეს, ვისაც უნდა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, არ არის მომხრე, ვინმეს კარი დაუხურონ.

„ზოგადად, არ ვარ იმის მომხრე, ვინმეს კარი ცხვირწინ დავუხუროთ. ეს არ არის კარი, ეს არის ოპოზიციის საერთო ერთიანი პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს საქართველოს მოქალაქეების ნება რა არის, ამიტომ საუბარს ალტერნატივა მგონი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ „გირჩის" წარმომადგენლები, ზოგჯერ ამას, ზოგჯერ იმას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მაინც საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ სხვადასხვა შეხვედრები გვაქვს, ხან ერთ პარტიას ვხვდებით, ხან მეორეს, ხან ერთ პარტიაში მივდივართ, ხან მეორეში. მე განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ, რამდენიმე დღის წინაც შევხვდით „ლელოს" წარმომადგენლებს. ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი განსაკუთრებული. მე გუშინდელ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენადაც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ვინმეს გამოგდებაზე ოპოზიციური პლატფორმიდან საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )