რეზონანსი
26.01.2021

ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს დღესაც შეუძლიათ იმ რეისებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებთან აკავშირებს, ჩამოვიდნენ და აჭარაში დაისვენონ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბიზნესის წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტებს ეტაპობრივად გახსნილი ქვეყანა და მომზადებული ტურისტული სექტორი ხვდება.

„რას ვახვედრებთ ტურისტებს - ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს, ვახვედრებთ ჯერ პირველ ეტაპზე გარე სივრცეში მოქმედ სავაჭრო ქსელს და ასევე შეგახსენებთ, რომ სასტუმროები დაკეტილი არ გვქონდა არსად, გარდა სათხილამურო კურორტებისა. დღესაც ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს შეუძლიათ იმ რეისებით , რა რესიებითაც დღესაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს სხვა ქვეყნებთან, ჩამოვიდნენ დაისვენონ აჭარაში, ზამთრის ტურიზმიც არსებობს, რა თქმა უნდა აჭარა არ არის ლოკაცია, სადაც ჩვენ ზამთარში ვისვენებთ,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზეც იყო საუბარი თუ როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი, თუმცა, ეს ორმხრივი პროცესია.

„ჩვენა არ შეგვიძლია ცალმხრივად აღვადგინოთ ტურიზმი, ყველანი ვუყურებდით ისრაელს როგორც პოტენციურჩვენს ბაზარს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ისრაელმა ერთი კვირით ქვეყნიდან გასვლაც კი აკრძალა, ამიტომ ყველანი ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ძალიან მაღალია არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების ალბათობა,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესთან შეხვედრები გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ისინი ბაზრობების წარმომადგენელბსა და ტუროპერატორებს შეხვდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )