რეზონანსი
26.01.2021

ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის გამოსვლა „პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის" გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა თუ განცხადებების ტყუპისცალი იყო".

„სიმართლე გითხრათ, ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების" გუნდმა ევროსაბჭოში მუშაობა ნაყოფიერად წარმართა. მე არ ვეთანხმები სესიაზე გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებებს არჩევნებთან მიმართებაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მათი დადებითი შეფასებები იყო ძალიან ზედაპირული და შეიძლება ითქვას, არაფრის მთქმელიც.

საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო „ნაციონალური მოძრაობის" გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი. მაგალითისთვის, როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ყველაზე ცუდი არჩევნები, მათ არ უნახავთ როგორ არჩევნებს ატარებდა „მოქალაქეთა კავშირი" თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა „ნაციონალური მოძრაობა". როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი", -აცხადებს ფრიდონ ინჯია.

ფრიდონ ინჯიასთვის გაუგებარია ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.

„შესაძლოა, არჩევნების შედეგად, შექმნილიყო კოალიციური მთავრობა იმ პროპორციით რასაც ნამდვილად ოპოზიციური პარტიები მიიღებდნენ არჩევნების გაყალბების გარეშე და არა იმ შედეგით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" თავის სასარგებლოდ იყენებს და უსამართლო ტირაჟირებას უკეთებს", - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

„ევროპელი სოციალისტების" ლიდერის თქმით, ევროპარლამენტარმა ნიდერლანდებიდან, თავის მოხსენებაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.

„აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს სესიაზე გაისმა კრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან მიმართებაში, სადაც დომინირებენ მმართველი პარტიის გუნდის კომისიის წევრები. ამასთანავე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეწყვიტონ ბოიკოტი და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში",- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიას თქმით, საბოლოო ჯამში, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ევროპელი სოციალისტების" გუნდმა, ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში.

„მოგეხსენებათ, მე ვარ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში ვიღებ მონაწილეობას „ევროპელი სოციალისტების" პარტიის სახელით. აქ ყოფნისას უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, შეწყვიტოს ბოიკოტი და ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, სხვა შემთხვევაში „ოცნება" კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან საზიანო",- აცხადებს ფრიდონ ინჯია.

„ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )