რეზონანსი
26.01.2021

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობის კულტივაციის გეგმას მიყვება და "შესაძლოა, სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც ჩაერთოს".

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიასა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შორის ინციდენტის შეფასებისას განუცხადა, იარაღი არ უნდა იყოს ბრძოლის ის მეთოდი, რითაც პოლიტიკოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

"გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ არც ბულინგი და არც ფიზიკური ანგრიშსწორება, მითუმეტეს, არა ემოციით იქნება ეს გაკეთებული, არამედ იმ მიმართულებით, რასაც "ნაცმოძრაობა" ავითარებს - ძალადობის კულტივაცია და შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხრიდანაც ძალადობის პროვოცირება. ამ მიზანს, გეგმას მიყვება "ნაცმოძრაობა" და იქ შეიძლება იაგო ხვიჩიაც ჩაერთოს მათთვის სასურველ სამიზნეებში. შეიძლება სხვაც იყოს. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. სახელმწიფო დგას იმ დონეზე, რომ ეს ყველაფერი აღკვეთილი იქნას. გარდა ამისა, არა მარტო სართაშორისო თანამეგობრობა, არამედ ქართული საზოგადოებაც არ მიიღებს ბრძოლის ამ მეთოდებს, რომელმაც ჭირი მოსჭამა და ვფიქრობ, საქართველოს ძალიან ცუდი მხრიდან ახასიათებს",- განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )