რეზონანსი
26.01.2021

პარტია „ევროპელი სოციალისტების" წევრი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი არიან.

მისივე თქმით, ეს არასწორი იქნება, ვინაიდან ისინი პარლამენტის წევრებად ხალხმა აირჩია.

„ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგია და ამის წინააღმდეგ ხმას მივცემთ. თუ მათთვის მანდატის გაუქმება უნდათ, ჩახსნიან, მაგრამ ჩვენ დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი. არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების გარკვეული რაოდენობა ამაში დავარწმუნოთ კიდეც. ეს გადაწყვეტილება არ იქნება დემოკრატიული, ისინი ხალხმა აირჩია, მერე რა, რომ თავად ამბობენ, რაღაც მიზეზებით პარლამენტში შემოსვლაზე უარს. მათგან ეს დესტრუქციული ქმედებაა და ხვალ შეიძლება, სანანებელი გაუხდეთ, რადგან ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა დაარწმუნონ. ვხედავთ, რომ ამას ცდილობენ. უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეიძლება. მომხრე ვართ, საკითხის ჩაგდების, ოპოზიციას ამ შანსს დავუტოვებდი", - განაცხადა ზილფიმიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )