რეზონანსი
26.01.2021

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მალე ამოქმედდება პროგრამა, რითაც პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ნებისმიერი ადამიანი უფასო გამოკვლევას ჩაიტარებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„პოსტკოვიდური კვლევის პარალელურად, შეიქმნება პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გამოაცხადებს, რითაც ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანს განურჩევლად იმისა, არის თუ არა კვლევაში ჩართული, ყველა მათგანს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კლინიკას, თან არამარტო თბილისში, არამედ ნებისმიერ რეგიონში და უფასოდ ჩაუტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და თუ საჭიროა, მკურნალობა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა 500 ადამიანზე იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )