რეზონანსი
26.01.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, როდესაც რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება, აუცილებელი იქნება PCR ტესტირების ჩატარება გარდა იმ გამოკლისი შემთხვევისა, როდესაც ადამიანები სრულად აცრილი არიან.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, ჩატარდეს თუ არა განმეორებითი ტესტირებაც.

„ძირითადად, რეგულაციები იქნება ის, რომ ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანები, ვინც შემოვლენ, მათთვის არაფერი იქნება საჭირო. დანარჩენებისთვის აუცილებელი იქნება ბოლო 72 საათის PCR ტესტი. მსჯელობა მიდის, შემდგომ გარკვეული გამეორებები საჭირო იქნება თუ არა",-განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (26.01.2021)
ძალიან კარგად იცით რომ აცრილიც შეიძლება იყოს გადამტანი და დაავადებული,PCR ტესტის გარეშე არ გაბედოთ არავის შემოშვება,იქონიეთ სინდისი ვაქცინაციის პროპაგანდის გამო არ უნდა გასწიროთ მოსახლეობა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )