რეზონანსი
26.01.2021

თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული.

„მაგალითად, პირბადის ტარება თუ სწორად მახსოვს ზაფხულში 20-30% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული, მაგრამ, თუ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, რომ 90-95%-ს გავცდეთ პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვახერხებთ. 95%-მა რომ დაიცვას პირბადის ტარების წესი, შესაძლოა შეზღუდვები უდიდესი ნაწილის მოხსნა ხვალვე გახდეს შესაძლებელი. მოდით, ქართველებს და ჩვენ მოქალაქეებს ნუ დავაბრალებთ, ბევრი ქვეყანაც ვერ იცავს და ამიტომ წესდება იქაც შეზღუდვები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (26.01.2021)
daaxvie


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )