რეზონანსი
26.01.2021

1-ელ თებერვალს, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის რასაკვირველია საკლასო ოთახია, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, განათლების მინისტრის განმარტებით, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელება 1-ელ მარტს იგეგმება, თუმცა ეს პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტულ ეპიდისტუაციასთან.

„ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი. ანუ, თუ 1-ელ მარტამდეც ეს 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )