რეზონანსი
26.01.2021

მე არ მგონია, რომ იაგო სერიოზულად საუბრობდა, თუ რამე სერიოზულია ამაზე თვითონ ისაუბრებენ, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ ნიკა მელიასთან საუბრისას მოეჩვენა, რომ ის დაემუქრა. ამის გამო კი შესაძლოა პარლამენტს იარაღის ტარების ნებართვისთვის მიმართოს.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, იყო შემთხვევა როდესაც მათ „ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, რასაც მუქარა არ მოყოლია.

„ბევრჯერ ყოფილა, რომ „ნაციონალურ მოძრაობისგან" და ნიკა მელიასგან განსხვავებული პოზიცია დაფიქსირებულა. ჩვენს შემთხვევაში არანაირ მუქარას არ ჰქონია ადგილი",-აცხადებს მანჯგალაძე.

პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი.

„ის, რომ 2 თებერვალს „ქართული ოცნება" შეუწყვეტს უფლებამოსილებას 52 - პროცენტიანი მხარდამჭერის მქონე დეპუტატებს, ამით მიიყენებს თვითდაზიანებას. ის მცირე ლეგიტიმაციის ხარისხი, რაც ჰქონდა შერჩენილი „ქართულ ოცნებას" ამით იმასაც დაკარგავს. გაფორმებული გვექნება ოფიციალურად ერთპარტიული პარლამენტი, პარლამენტის შენობაში იქნება „ქართული ოცნების" ფრაქცია, რაც არ უნდა ფასადური ადამიანები შევიდნენ. ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტი ვერ იქნება",-აცხადებს მანჯგალაძე.

ასევე, მანჯგალაძემ ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა რომ, თუ აღნიშნული ინიციატივით ფიქრობენ ოპოზიცია თავის პრინციპულ პოზიციას შეიცვლის, არასერიოზულია.

„თუ ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ ფოჩიანი კანფეტების დაპირებით ვინმე გადათქვამს თავის პრინციპულ პოზიციას ვიცე-სპიკერის პოსტის ან საპარლამენტო პოზიციის გამო, არასერიოზულია. არ ღირს ამის განხილვა",-აცხადებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნინო ალადაშვილი   (26.01.2021)
ანუ, ოპოზიციას უნდა ხელფასები აიღონ და პარლამენტარის ყველა პრივილეგიით ისარგებლონ, მაგრამ პარლამენტში არ შევიდნენ? პრაქტიკულად, ქვეყანაში მუდმივ არეულობასა და ქაოსს შეუწყონ ხელი?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )