
ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია დესტრუქციულ ნაწილს ვეძახით, არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიზანია, მოლაპარაკების დროს შეთანხმება არ შედგეს.
„ისინი ყველას მიმართ, ვინც ამ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პოზიციას იჭერენ, ხდებიან აგრესიულები, აშანტაჟებენ მათ, აბულინგებენ, ამუნათებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ანუ მათი მთავარი მიზანია, რომ არ იქნას მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების დროს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.