რეზონანსი
26.01.2021

სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის" სტილია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

რაც შეეხება იმას, მისცემს თუ არა პარლამენტი იაგო ხვიჩიას იარაღის ტარების უფლებას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ ნიკა მელიასა და ხვიჩიას შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში ვერ ჩავერევით. რაც შეეხება იარაღის ტარებას, პარლამენტის წევრი დაცულია იმუნიტეტით, თუმცა პარლამენტის წევრი საჯარო პირია და თავისი ავტორიტეტითა და საქმიანობით იმას უნდა იმსახურებდეს, რომ თავად შეძლოს საზოგადოებაში ავტორიტეტის აწევა. ბუნებრივია, პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა. სახარბიელო არ არის, რომ ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია არ გვყავს. ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ, ამას საზოგადოება ხედავს, ამიტომაც მათი რეიტინგი ძალიან დაბალია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტიდან საპარლამენტო ოპოზიციას ხელი შევუწყოთ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულონ ისე, როგორც ეს საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )